„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/10/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016810
37
10/10/2025
ვებგვერდი, 15/10/2025
010260020.35.137.016810
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2025 წლის 10 ოქტომბერი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014 010260020.35.137.016124),  კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1   ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი



დანართი

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური

1. მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ –სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაციას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების და მათი სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ – მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან – სამსახურის უფროსისაგან, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისაგან, ეკონომიკური განვითარების, აგრარულ საკითხთა და სტატისტიკის განყოფილების უფროსისაგან, ტრანსპორტის განყოფილების უფროსისაგან (შემდგომ – განყოფილების უფროსი) და სამსახურის მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლით და განყოფილების უფროსის სამუშაო აღწერილობით.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის შემადგენლობა

1. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის შემადგენლობაშია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები;

გ) სამსახურის მოხელეები.

2. სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფია:

ა) ეკონომიკური განვითარების, აგრარულ საკითხთა და სტატისტიკის განყოფილება;

ბ)ტრანსპორტის განყოფილება.

მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მომზადების ორგანიზებას, პროგრამების განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს. სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;

დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;

ე) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა კანონმდებლობის შესაბამისად (აუქციონის, პრივატიზაცია, იჯარა, ჩამოწერა და სხვა);

ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;

ზ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;

თ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;

ი) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

კ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;

ლ) შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება;

მ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული დავალებების კონტროლს და ზედამხედველობას;

ო) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;

პ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;

ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;

რ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;

ს) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;

ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის მიზნით მერიაში შემოსული განცხადების განხილვას;

უ) მონაწილეობას იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ფ) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპოდენციას, კანონით დადგენილი წესით;

ქ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციების მიწოდებას დადგენილ ვადებში;

ღ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღრული ფუნქციების განხორციელებას;

ყ) უზრუნველყოფს ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულებას;

შ) უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების კონტროლს, რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ ადგილობრივი მოსაკრებელი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას ქვითრის ან/და ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე;

ჩ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

მუხლი 5. ეკონომიკური განვითარების, აგრარულ საკითხთა და სტატისტიკის განყოფილება

ეკონომიკური განვითარების, აგრარულ საკითხთა და სტატისტიკის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია

ა) უზრუნველყოფს შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებას;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

გ) უზრუნველყოფს საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

დ) უზრუნველყოფს სასურსათო პროდუქტების გადამუშავებული და შესანახი ინფრასტრუქტურის სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებასა და დაინტერესებული უწყებისთვის/პირებისთვის მიწოდებას;

ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში არსებული სავარგულების, კულტურული და სხვა მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნისთვის და მუდმივი განახლებისთვის ინფორმაციის კონსოლიდაციას შესაბამისი უწყებიდან და პირებისგან;

ვ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგში თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმის შემუშავებას;

ზ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროების განსაზღვრას. აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტის მერისათვის წინადადების და ინიციატივების მომზადებას სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის წარსადგენად;

თ) მონაწილეობას იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ი) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპოდენციას, კანონით დადგენილი წესით;

კ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციების მიწოდებას დადგენილ ვადებში;

ლ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

მ) უზრუნველყოფს ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულებას;

ნ) უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ო) უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მომზადებასთან დაკავშირებით;

პ) უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესაბამისად;

ჟ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის პროექტების კერძო ინვესტიციებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;

რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას.

 

მუხლი 6. ტრანსპორტის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოსთან ერთად;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

დ) წინადადებების მომზადებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

ე) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის და მატერიალური ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;

ვ) მერიის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 7. დებულებაში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.