სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 8 25 00002023
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 08/09/2025
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2025
სარეგისტრაციო კოდი
REG 8 25 00002023
08/09/2025
ვებგვერდი, 16/10/2025
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
 

სსიპ  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 

ა №REG 8 25 00002023

 2025 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „ალტექსპერტზე“ (ს/ნ 405676530, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა №179, კორპუსი I) „სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია“.

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი:

შპს „ალტექსპერტის“ (ს/ნ 405676530) დირექტორის, გელა მერაბიშვილის, განცხადება: №828559, 24.07.2025წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ – 3321 – 209, 04.09.2025წ.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: №3, 05.09.2025წ.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                               ლეილა ქოჩიაშვილ