„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 109/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018744
109/ნ
22/10/2025
ვებგვერდი, 23/10/2025
040030000.22.022.018744
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №109/ნ

2025 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016898) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ო1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო2“ ქვეპუნქტი:

,,ო2) უფლებამოსილია ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწეროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. დირექტორის შვებულებაში, საზღვარგარეთ მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილეების შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.  დირექტორის მოადგილეების მიერ დირექტორის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე