„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 24/10/2025
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016216
68
24/10/2025
ვებგვერდი, 27/10/2025
040170050.57.069.016216
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სსიპ  – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №68

2025 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.02.2016, 040170050.57.069.016083) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მას სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიღებული აქვს არანაკლებ სამი ცნობა, მის მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა შეადგენდეს 50 000 ლარზე ნაკლებს – საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, ხოლო 200 000 ლარზე ნაკლებს – სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში) ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების შესახებ. ცნობა გაიცემა ამ წესის დანართით დადგენილი ფორმით, რომელიც დატანილი უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ფორმის დაუცველად წარმოდგენილი ცნობა არ განიხილება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა გაცემული უნდა იყოს თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ მომართვის სააგენტოში წარდგენის დღემდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე;“.

2. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის 60%-ის ოდენობის გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის 70%-ის ოდენობის გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;“;

გ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის 80%-ის ოდენობის გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;“;

დ) 11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ან/და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში ხელახლა წარდგენის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიას ან/და მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას სრულად, თუ:

ა) ამოწურულია მისი თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა ან გაუქმებულია მისი თეთრ სიაში რეგისტრაცია;

ბ) იგი დარეგისტრირებულია თეთრ სიაში, თუმცა თავდაპირველი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ან/და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისას (არსებობის შემთხვევაში) იგი არ იყო დარეგისტრირებული თეთრ სიაში.“;

ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი ამ მუხლის პირველი–მე-2 პუნქტებით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობს ნებისმიერი შესყიდვის საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობისას.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

3. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

4. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან.

5. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ წარმოდგენილი მომართვების განხილვაზე.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე