„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 118/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018753
118/ნ
28/10/2025
ვებგვერდი, 29/10/2025
430060000.22.022.018753
„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №118/ნ

2025 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/05/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.017723) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიპლომის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ემბლემა/გერბი), დიპლომის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.“;

ბ) მე-5 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაწესებულების ემბლემა/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება (დაწესებულების სახელწოდების მითითებით, თუ აღნიშნული განსხვავდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდებისაგან);“;

ბ.გ)  ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ი1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ი1) ინფორმაცია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის  სწავლის შედეგების ინტეგრირების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტში – დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „თ“, „ი“, „ი1“, „ლ“, „მ“, „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით მიეთითება:

ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);

ბ) ცენტრის ემბლემა;

გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;

დ) ცენტრის ბეჭედი.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას დიპლომის გაცემის მომენტში.“.

2. მე-2 მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმა“ (ქართულ-ინგლისურენოვანი) (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართ №1-ის შესაბამისად.

3. 21 მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის ფორმის“ (დანართი №3) მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერტიფიკატის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ემბლემა/გერბი), სერტიფიკატის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.“;

ბ) მე-5 პუნქტის:

ბ.ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაწესებულების ემბლემა/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

ბ.ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) პირის მიერ პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების დადასტურების საფუძველზე, კურსდამთავრებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (დღე, თვე, წელი), აგრეთვე, ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე დაწესებულების სახელწოდების მითითებით, თუ აღნიშნული განსხვავდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდებისაგან;“;

ბ.გ) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) მითითება პროფესიული მომზადების პროგრამის ან პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულების შესახებ და ხანგრძლივობა საათებში, პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამის დასახელება და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე;“;

ბ.დ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული  შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით);“.

4. ბრძანების 22 მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის დანართის ფორმა“ (ქართულ-ინგლისურენოვანი) (დანართი №4) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართ №2-ის შესაბამისად.

5. 23 მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის ფორმის“ (დანართი №5):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა  სწავლის შედეგის/შედეგების მიღწევის დადასტურება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი).“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერტიფიკატის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ემბლემა/გერბი), სერტიფიკატის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის:

ბ.ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაწესებულების ემბლემა/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

ბ.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) პირის მიერ ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (დღე, თვე, წელი), აგრეთვე, ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე, დაწესებულების სახელწოდების მითითებით, თუ აღნიშნული განსხვავდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდებისაგან;“;

ბ.ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ინფორმაცია ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის შესახებ და კრედიტების რაოდენობა, შესაბამისი მოდულის დასახელება და სარეგისტრაციო კოდი ან ინფორმაცია დასრულებული მოდულების რაოდენობისა და ამ მოდულების შესაბამისად ჯამური კრედიტების რაოდენობის შესახებ;“; 

ბ.ბ.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით);“.

6. 24 მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის დანართის ფორმა“ (ქართულ-ინგლისურენოვანი) (დანართი №6)  ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართ №3-ის შესაბამისად.

მუხლი 2
1. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ამ ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზურნველყოს ამავე ბრძანებით გათვალისწინებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტ(ებ)ის ფორმის ინტეგრირება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა/პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე  იურიდიულმა პირებმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტ(ებ)ის ფორმის ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე