დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი |
| მიღების თარიღი | 29/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.81.094.016012 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებით (www.matsne.gov.ge 05/08/2024, 040030000.81.094.016005) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების“:
1. მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინტერესთა/თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება, ამ საკითხებზე სათანადო რეკომენდაციების გაცემა და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება;“. 2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები: „ე1) ინტერესთა/თანამდებობრივი შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მონიტორინგის განხორციელება; ე2) ინტერესთა/თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების უზრუნველყოფა;“. 3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “პ1“ პუნქტი: „პ1) კანონმდებლობით მინიჭებულ ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები