დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სელფი მობაილის“ პარტნორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს „სელფი მობაილი“ |
| მიღების თარიღი | 15/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
15 ოქტომბერი, 2025 წელი
შეტყობინება
შპს „სელფი მობაილ ის“ პარტნორთა კრების მოწვევის შესახებ
შპს „სელფი მობაილის“ გენრალური დირექტორი, საზოგადოების წესდების 12.6.13. ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, იწვევს შპს „სელფი მობაილის“ პარტნიორთა კრებას, საზოგადოების წესდების მე-10 მუხლის 10.5 და 10.7 პუნქტების შესაბამისად.
- პარტნიორთა კრების ჩატარების თარიღი: 2025 წლის 20 ნოემბერი
- პარტნიორთა კრების ჩატარების დრო: 16:00 საათი
- პარტნიორთა კრების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №118, მე-8 პავილიონი, შპს „სელფი მობაილის” სათავო ოფისი.
- პარტნიორთა კრების დღის წესრიგი:
1. საზოგადოების პარტნიორთა კრების თავმჯდომარის არჩევა;
2. საზოგადოების 2024 წლის წლიური ფინანსური ანგარიშის შედეგების, საზოგადოების 2024 წლის წლიური ბალანსის, საზოგადოების 2024 წლის ფინანსური ანგარიშის შესახებ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის დამტკიცება;
3. საზოგადოების 2024 წლის საქმიანობის შედეგების მიხედვით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ცნობის განხილვა;
4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა;
5. საზოგადოების გარე აუდიტორის არჩევა, რომელიც განახორციელებს კომპანიის 2025 და 2026 წლების ფინანსური ანგარიშის აუდიტს.
შპს „სელფი მობაილის” გენერალური დირექტორი როსტომ ტალახაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები