აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 29/10/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010190030.51.060.016036
19-ს
29/10/2025
ვებგვერდი, 30/10/2025
010190030.51.060.016036
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

რეგლამენტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

 


მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 25.06.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) 103-ე  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  21 პუნქტი:

 

21. რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის  შესრულების ანგარიში უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია

 

 

29 ოქტომბერი 2025 წ.

ქ. თბილისი

N19-ს