დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 491 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025385 |
|
„თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2023, 300160070.10.003.024168) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. ამ დადგენილებით დამტკიცებული „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოწყობილობის მფლობელი, მიუხედავად იმისა, ფუნქციონირებს თუ არა მოწყობილობა, ვალდებულია, გეგმურად შეამოწმოს ჟონვაზე, კალენდარული წლის განმავლობაში, სულ მცირე ერთხელ. ჟონვაზე გეგმურ შემოწმებებს შორის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. 2. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობის მონტაჟის დასრულებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე დარჩენილია 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები, მაშინ ჟონვაზე გეგმური შემოწმების ვალდებულება ავტომატურად გადადის შემდეგ საანგარიშო პერიოდზე.“. |
| მუხლი 2 |
მოწყობილობის მფლობელმა, რომელსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე არ აქვს შესრულებული მოწყობილობის ჰერმეტულობისადმი ამავე დადგენილების ამოქმედებამდე არსებული სავალდებულო მოთხოვნები, მათი შესრულება განახორციელოს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები