დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 06/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016765 |
|
„დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილების (ვებგვერდი, 04.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 00320000.16.009.016639) პირველი მუხლით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის: ა.ა) „გ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ და „გ.ვ“ ქვეპუნქტები: „გ.ე) ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურება; გ.ვ) პრემია (მე-13 სახელფასო განაცემი).“; ა.ბ) „პ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ.ა) თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი;“; ბ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ფინანსური, საოპერაციო, პოლიტიკური და ბიზნესრისკების, აგრეთვე, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხარჯები;“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება, შესაბამის რეგულირებულ საწარმოზე გავრცელდეს ახალი სატარიფო რეგულირების პერიოდიდან. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები