„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №05/12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 10/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.088.016099
05/31
10/11/2025
ვებგვერდი, 11/11/2025
020080160.22.088.016099
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №05/12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის მინისტრი
 
საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/31

2025 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №05/12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №05/12 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 020080160.22.088.016038) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-10 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ჯ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა.“.

4. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე