დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 497 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.10.003.025391 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/04/2024, 120340000.10.003.024513) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი − პირი, რომელსაც ესაჭიროება მომვლელი და დამოუკიდებლად არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა;“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო, განცხადების მიღების შემდგომ, პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას და პირველადი გასაუბრებისთვის იწვევს სააგენტოს შესაბამისი რეგიონის სერვისცენტრში. პირი ვალდებულია, გამოცხადდეს სააგენტოს რეგიონის სერვისცენტრში შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. გამოუცხადებლობის ან/და შეტყობინების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სააგენტო, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად ურჩევს პირს სუბიექტსა და სამუშაო ადგილს.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ ის დასტურდება ამ პირის, მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრის ან/და ახლო ნათესავის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ პირი, მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან/და ახლო ნათესავი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით. შეტყობინება ასევე შესაძლებელია, პირს, მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს ან/და ახლო ნათესავს ჩაბარდეს სატელეფონო ზარის/შეტყობინების ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც დასტურდება სააგენტოს მიერ შედგენილი აქტით.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. თუ პირი, რომელმაც დასაბუთებული მიზეზით გამოთქვა სურვილი, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით, ამ სამსახურში გაწვევის შესახებ შესაბამისი მინისტრის ბრძანების გამოცემამდე განაცხადებს უარს მის გავლაზე, უფლებამოსილი სამსახური ამის შესახებ აცნობებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილ უწყებას და უგზავნის პირთან დაკავშირებულ არსებულ დოკუმენტაციას.“; დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პირისათვის გადაწყვეტილების გაცნობის პროცესში, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების პირისთვის მისი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართზე გაცნობისას, გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის დასტურდება ამ პირის, მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრის ან/და ახლო ნათესავის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ პირი, მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან/და ახლო ნათესავი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით.“. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ხანგრძლივი შრომისუუნარობის შემთხვევაში, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა 60 კალენდარულ დღეს აღემატება, ასევე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეულ პირთან მიმართებით არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდების ან/და სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს სამხედრო-სამედიცინო კომისიას პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის შესაბამისობის დასკვნის გამოტანის მიზნით. სამხედრო-სამედიცინო კომისია სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის განხორციელებისას ხელმძღვანელობს „სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებით (შემდგომში − საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანება) დამტკიცებული დაავადებების/ტრავმების ნუსხით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 – 23 პუნქტები: „21. ექსპერტიზის ფარგლებში შესამოწმებელ პირს უტარდება: გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა; სისხლის საერთო ანალიზი; შარდის საერთო ანალიზი; ქირურგის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციები; სამედიცინო ჩვენებების მიხედვით, შეიძლება, ჩატარდეს სხვა საჭირო გამოკვლევები და ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული შემოწმება. შემოწმების შედეგები და დასკვნა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის შესაბამისობის შესახებ აისახება ავადმყოფობის მოწმობაში (დანართი №2). ავადმყოფობის მოწმობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი მოსამსახურის შესაბამისობის შესახებ ივსება შემოწმების დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, 4 ეგზემპლარად. ავადმყოფობის მოწმობის ორი ეგზემპლარი იგზავნება სააგენტოში, ერთი ეგზემპლარი ინახება სამხედრო-სამედიცინო კომისიაში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ‒ სამედიცინო დოკუმენტაციაში (სტაციონარულ ან ამბულატორიულ ბარათში). 22. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის შესაბამისობის დადგენისას, სამხედრო-სამედიცინო კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შესაბამისია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის (შეესაბამება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულ სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის „ა“ და „ბ“ კატეგორიებს); ბ) დროებით შეუსაბამოა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის ‒ პირს მიეცემა სამკურნალო შვებულება (შეესაბამება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულ სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის „დ“ კატეგორიას); გ) შეუსაბამოა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის ‒ პირი ცნობილ იქნება შეუსაბამოდ და დაითხოვება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან (შეესაბამება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულ სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის „გ“ და „ე“ კატეგორიებს). 23. ამ მუხლის 22 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი გააგრძელებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით მიეცემა ანაზღაურებადი სამკურნალო შვებულება, სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ განსაზღვრული ვადით; გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი შესაბამისი მინისტრის ბრძანებით ვადამდე დაითხოვება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან.“. 4. მე-6 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რომელიც, სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ცნობილ იქნა შეუსაბამოდ რეზერვში სამსახურის გასავლელად;“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 − მე-10 პუნქტები: „7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი პირი იხსნება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვის აღრიცხვიდან. 8. შესაბამისი უწყება ვალდებულია, სააგენტოს 10 კალენდარული დღის ვადაში შეატყობინოს პირის სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ. 9. სააგენტო, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღეში, ხსნის პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვის აღრიცხვიდან. 10. სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისი უწყება 2 კვირის ვადაში სააგენტოს უგზავნის დოკუმენტს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.“. 5. მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი სხვა პირების მოვლა-პატრონობისათვის განსაზღვრულ სამუშაოზე პირთა ჩართვასთან დაკავშირებით ამზადებს დასკვნას;“. 6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) უფლებამოსილია, სუბიექტის განცხადების, პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ან/და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დააკორექტიროს სუბიექტის მიერ წარდგენილი ტაბელის მონაცემები;“. 7. №1 დანართის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №2. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი №2
|
ავადმყოფობის მოწმობა № ____
„_____“ „__________“ 20____ წელს ______ სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ (მიეთითოს კომისიის დასახელება) მიმართვის საფუძველზე, (მიეთითოს თანამდებობის პირი, დოკუმენტის თარიღი, ნომერი) შემოწმებულია:
1. სახელი, გვარი: პირადი №
2. დაბადების წელი:
3.არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილი (სუბიექტი):
4. სამუშაო ადგილი (პოზიცია): ____________ _
5. გაწვეულია არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში:
(მიეთითოს რიცხვი, თვე, წელი)
6. სიმაღლე: _____ სმ. სხეულის მასა: ___ კგ.
7. ჩივილები: ________________________________________________ _______
8. ანამნეზი:
9. იმყოფებოდა გამოკვლევასა და მკურნალობაზე:
10. ობიექტური გამოკვლევების მონაცემები:
11. სპეციალურ გამოკვლევათა შედეგები (რენტგენოლოგია, ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და სხვა) და ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები: ________________________________________________________________________________
12. დიაგნოზი (ICD-10): ___________________________ _____________________
13. კომისიის დასკვნა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის შესაბამისობის კატეგორიის, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის შესახებ და სხვა:
„სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული დაავადებათა ცხრილის მუხლ(ებ)ის/ცხრილ(ებ)ის/პუნქტ(ებ)ის _____ გრაფის საფუძველზე,
___________________________________________________ (მიეთითოს კომისიის დასკვნა)
14. თანმხლები (ესაჭიროება, არ ესაჭიროება):
კომისიის თავმჯდომარე: _______ ______________________________ (სახელი, გვარი)
მდივანი: ______________ _________________________________ (სახელი, გვარი)
კომისიის საფოსტო მისამართი: _____________________________________________________________ .“.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები