დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივლისის №319 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1134 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.027.017618 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივლისის №319 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივლისის №319 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28/07/2018, სარეგისტრაციო კოდი:100110000.22.027.016819) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“. ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პენიტენციური კოდექსის 90-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:“; გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს დებულება“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს მიზნებია: ა) სამსახურის ადგილობრივი საბჭოსათვის კანდიდატის შერჩევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთაგან; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისათვის კანდიდატის შერჩევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთაგან.“; ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთაგან შეარჩიოს და სამსახურის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამსახურის ადგილობრივი საბჭოს წევრობის 2 კანდიდატურა; გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთაგან შეარჩიოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის ერთი კანდიდატურა;“; გ) მე-3 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭო შედგება 7 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით. 2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა; ე) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; ვ) გარდაცვალება; ზ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა; თ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება; ი) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას საკუთარი ან საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით.“; ე) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს სხდომას იწვევს და წარმართავს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომა იმართება აგრეთვე სამსახურის ადგილობრივი საბჭოს ან პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის რომელიმე წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.“; ვ) მე-6 მუხლის: ვ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სამსახურის ადგილობრივი საბჭოს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის შერჩევის წესი“; ვ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის ადგილობრივი საბჭოსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელს.“; ვ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ინფორმაცია ვაკანსიის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს სამსახურის ვებგვერდზე.“; ვ.დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები