„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა “ (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა “ (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016962
5
25/11/2025
ვებგვერდი, 26/11/2025
010250020.35.160.016962
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა “ (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5

2025 წლის 25 ნოემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა “ (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №98 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 22/12/2023წ., 010250020.35.160.016831) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) შევიდეს ცვლილება პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებში (რომელთა სარეიტინგო ქულაა 150 001-მდე) მყოფი 1 წლამდე ბავშვთა ჰიგიენური ნივთების და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს.“.

ბ) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის პირველი პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მიმღები არის 0-დან – 1 წლის შესრულების თვის ჩათვლით ბავშვი (დაფინანსების პერიოდი არ აღემატება 12 თვეს), რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“.

გ) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღები არის სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე იდენტიფიცირებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 0-დან – 2 წლის შესრულების თვის ჩათვლით ბავშვი (დაფინანსების პერიოდი არ აღემატება 24 თვეს).“;

დ) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღები არის მინდობით აღზრდაში მყოფი 0-დან – 2 წლის შესრულების თვის ჩათვლით ბავშვი (დაფინანსების პერიოდი არ აღემატება 24 თვეს).“;

ე) შევიდეს ცვლილება მე-4  მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბავშვი, რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულაა 150 001-მდე, ერთჯერადად მიიღებს 400 ლარის დაფინანსებას ჰიგიენური ნივთების და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2026 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა რეხვიაშვილი