დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 509 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025403 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/10/2025, 040030000.10.003.025371) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 „1. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შერწყმასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2025 წლის 31 დეკემბრამდე. 2. 2025 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის №1-1/298 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2006 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება; გ) ამ დადგენილების მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.“. 2. დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები