დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 513 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.025407 |
|
„პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №219 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/04/2017, 010320000.10.003.019928) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების“:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოხელეს მოხელის კლასი მიენიჭება საუკეთესო ან/და კარგი შეფასებ(ებ)ის საფუძველზე, შემდეგი პერიოდულობისა და პირობების შესაბამისად: ა) პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით: 2 წელიწადში ერთხელ − 2 საუკეთესო და არანაკლებ 2 კარგი შეფასებით, აქედან, წლის განმავლობაში განხორციელებული 2 შეფასებიდან – არანაკლებ ერთი საუკეთესო შეფასებით, ხოლო, თუ მოხელის მიერ მიღებული შეფასებები აღნიშნულ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს – 3 წელიწადში ერთხელ, არანაკლებ 6 კარგი შეფასებით; ბ) მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით: წელიწადში ერთხელ − 2 საუკეთესო შეფასებით, ხოლო, თუ მოხელის მიერ მიღებული შეფასებები აღნიშნულ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს – 2 წელიწადში ერთხელ, არანაკლებ 4 კარგი შეფასებით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მოხელეს მოხელის კლასი მიენიჭება ამავე პუნქტით დადგენილი კლასის მინიჭების ვადის გასვლის შემდეგ, თუ იგი ამ ვადაში არ ექვემდებარება შეფასებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების გამო.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოხელეს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოხელის კლასი არ მიენიჭება. მოხელის კლასის მინიჭება გამოსაცდელ ვადაში განხორციელებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია, თუ გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოხელე 4-ჯერ შეფასდა არანაკლებ კარგი შეფასებით. ამ შემთხვევაში გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოხელის 4 შეფასება უთანაბრდება მოხელის 2 შეფასების შედეგს. ერთი შეფასების შედეგი მიიღება არანაკლებ ერთი საუკეთესო ან 2 კარგი შეფასებით, საიდანაც მიმდევრობით ორ კვარტალში მიღებული არანაკლებ ერთი საუკეთესო და ერთი კარგი შეფასება უტოლდება ერთ საუკეთესო შეფასებას, ხოლო ორი კარგი შეფასება − 1 კარგ შეფასებას, რაც კლასის მინიჭების მიზნებისთვის გათვალისწინებული იქნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოხელეს საკლასო დანამატი უნარჩუნდება: ა) სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და იმავე საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე გადასვლისას; ბ) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. 2025 წლის 1 იანვრიდან მოხელის კლასის მინიჭება განხორციელდეს „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №219 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და მოხელის შეფასების იმ შედეგის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც მოხელეს არ მინიჭებია მოხელის კლასი. 3. შეფასების ის შედეგი, რის საფუძველზეც 2025 წლის 1 იანვრამდე მოხელეს მოხელის კლასი არ მინიჭებია, გაუთანაბრდეს „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №219 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ორი შეფასების შედეგს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები