„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/415
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2025
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016933
1-1/415
24/11/2025
ვებგვერდი, 24/11/2025
040030000.22.024.016933
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/415

2025 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 22/11/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016474) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ადმინისტრაციის მიზნები და ამოცანები

1. ადმინისტრაციის მიზნებია საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა და განხორციელება, ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, საქართველოს როგორც მრავალფეროვანი და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია.

2. ადმინისტრაციის ამოცანებია საქართველოში საერთაშორისო და შიდა ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობა, ტურისტული პროდუქტების განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ახალი ტურისტული ადგილების იდენტიფიცირება და განვითარების ხელშეწყობა, მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებების მხარდაჭერა.“. 

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) ტურისტული ადგილების განვითარების დეპარტამენტი.“.

ბ) 23-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი: 

„24. ტურისტული ადგილების განვითარების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველო:

ა.ა) ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და რეგლამენტის შემუშავება/დანერგვა;

ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ახალი ტურისტული ადგილების განვითარების მიზნით დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;

ა.გ) არსებული ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემის შექმნა;

ა.დ) არსებული ინფრასტრუქტურის მართვა და განახლება.

ბ) ტურისტული ადგილების კვლევისა და ანალიზის სამმართველო:

 ბ.ა) ტურისტული ადგილების ბაზის წარმოება და განახლება;

ბ.ბ) ახალი ტურისტული შეთავაზების განვითარების ან არსებულის დივერსიფიკაციის მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების (მათ შორის, კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული ან/და სხვა) იდენტიფიცირება და არსებული მდგომარეობის შეფასება;

ბ.გ) სივრცითი დაგეგმარების, ურბანული განვითარების, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა უფლებამოსილ უწყებებთან მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია;

ბ.დ) ტურისტული ადგილების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ბ.ე) ტურისტული ადგილების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.

გ) ტურისტული ადგილების დაგეგმვისა და განვითარების სამმართველო:

გ.ა) იდენტიფიცირებული ახალი ტურისტული ადგილების განვითარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი კვლევების განხორციელება და განვითარების კონცეფციების (კონცეპტუალური დიზაინი) მომზადება; 

გ.ბ) ტურისტული ადგილების განვითარებისათვის შესაბამისი გეგმებისა და დოკუმენტების მომზადება, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციირება და კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმვა;

გ.გ) დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ადმინისტრაციის შესაბამის სამმართველოებთან და სხვა უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობა;

გ.დ) ტურისტული ადგილების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კერძო სექტორთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო ენუქიძე