ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 450190000.22.088.016101
05/33
02/12/2025
ვებგვერდი, 02/12/2025
450190000.22.088.016101
ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კულტურის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/33

2025 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) „საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური კადრების შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების ახალი კრიტერიუმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 20 აპრილის №2/4 დადგენილება;

ბ) „კულტურისა და ხელოვნების სასწავლო დაწესებულებათა ფასიანი სწავლების დებულების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრის 1995 წლის 23 ოქტომბრის №3/93 ბრძანება;

გ) „საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებების მუშაკთა შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების კრიტერიუმების შესახებ“ საქართველოს კულტურის სამინისტროს კოლეგიის 1996 წლის 28 ივნისის №3/4 გადაწყვეტილება;

დ) „საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2002 წლის 18 მარტის № 3/62 ბრძანება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე