დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-17. 17253322 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.139.016034 |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების თანახმად და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04/11/2025 წლის №249963 წერილის საფუძველზე:
1. განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) დამისამართება არაბული ციფრების გამოყენებით დანართ №1-ის შესაბამისად. 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს დანართ №2-ით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის). 3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. 4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 60ა). ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები