ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის თენგიზ ქაჯაიას სახელის მინიჭების შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის თენგიზ ქაჯაიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.106.016020
40
28/11/2025
ვებგვერდი, 04/12/2025
000000000.00.106.016020
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის თენგიზ ქაჯაიას სახელის მინიჭების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 40

2025 წლის 28 ნოემბერი

ქ. ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის თენგიზ ქაჯაიას სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის საფუძველზე:

1. ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლს ეწოდოს ხობის რაიონის პირველი პრეფექტის თენგიზ ქაჯაიას სახელი.

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ცნობარების და სხვა დამზადება, გავრცელება და სხვა).

3. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                            გოჩა ქაჯაია