დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.107.016479 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. საქმისწარმოება და პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. მერიაში საქმისწარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა. 2. მერიის საქმისწარმოების პროცესში დოკუმენტები მატერიალური სახით შეიძლება მომზადდეს და გაფორმდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ასევე მერიაში შექმნილი კოლეგიური ორგანოების გადაწყვეტილებების გაფორმებისას. 3 ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ელექტრონული პროგრამის – „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის – MSDA“ მეშვეობით. 4. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით. 5. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს პერსონალური მონაცემები. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი; ე) სქესი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; ი) ფოტოსურათი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 8. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით და მკაცრად რეგლამენტირებულად. 9. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები