საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1217-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016837
1217-IVმს-XIმპ
10/12/2025
ვებგვერდი, 19/12/2025
120090000.09.001.016837
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, თავდაცვის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2026 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) სამხედრო მოსამსახურისა.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავდაცვის ძალების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის №46-Iმს-XIმპ დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.12.2024, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016799).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

10 დეკემბერი 2025 წ.

N1217-IVმს-XIმპ