დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1152-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.05.001.102894 |
|
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №34, 04.12.2008, მუხ. 215) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ლიცენზიის გაცემის პროცედურა 1. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად. 2. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის გაცემამდე დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად მონაცემები მოიპოვოს, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა). ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.“. 2. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია მცველის მოწმობის გაცემამდე მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ კანონის მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად მონაცემები მოიპოვოს აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.“. მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კერძო დაცვითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და მცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაგირება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 9 დეკემბერი 2025 წ. N1152-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები