ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-65. 65253443
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016025
გ-65. 65253443
10/12/2025
ვებგვერდი, 12/12/2025
000000000.00.121.016025
ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება გ-65, 65253443

2025 წლის 10 დეკემბერი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე სახელწოდების  არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტისა და ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ :

1. განხორციელდეს ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად (დანართი №1).

2. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ და ვანის მუნიციპალიტეტის მერიას შემდგომი რეაგირებისათვის.

3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.

(მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

საკრებულოს თავმჯდომარე                                      შოთა გიორგაძე