დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 2 სექტემბრის №70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 285/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 15/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016958 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 2 სექტემბრის №70/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 05/09/2011; ს/კ: 220090000.18.011.016038) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შეფასებით. ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შეფასებაში მითითებულ თანხაზე მეტი ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები