დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 540 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270000000.10.003.025434 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/08/2023, 270000000.10.003.024125) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის“:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საშუამავლო კომპანია აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს.“. 2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომპანია ვალდებულია, სააგენტოს შესაბამისი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარუდგინოს: ა) ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებს; ბ) ცნობა საშუამავლო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ; გ) ცნობა მოვალეთა რეესტრიდან, დავალიანების არარსებობის შესახებ.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირების მიზნით, კომპანია ვალდებულია, ელექტრონული პროგრამის საშუალებით, ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად სააგენტოს წარუდგინოს საშუამავლო კომპანიის ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი, რომლითაც დაიფარება საშუამავლო კომპანიის ან მისი თანამშრომლის მხრიდან ბენეფიციარისთვის (დასაქმების მაძიებელი ფიზიკური პირისათვის) მიყენებული მატერიალური (ფინანსური) ზიანი.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სერტიფიცირებისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაცია 1. სერტიფიცირების მიზნებიდან გამომდინარე, კომპანია, რომელსაც სურს სერტიფიკატის მოპოვება, ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ინფორმაცია საშუამავლო კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პირების შესახებ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია); ბ) საშუამავლო კომპანიის იურიდიული მისამართი, ასევე ის მისამართი, სადაც აპირებს საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას (ფაქტობრივი მისამართი), ასევე საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელფოსტა); გ) ინფორმაცია სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის არსებობის თაობაზე; დ) ინფორმაცია სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსის არსებობის თაობაზე; ე) ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებს; ვ) ცნობა საშუამავლო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ; ზ) ცნობა მოვალეთა რეესტრიდან, დავალიანების არარსებობის შესახებ. 2. სერტიფიკატის გასაცემად წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა სააგენტოს მიერ მოხდება იმ მისამართის შესაბამისად, რომელიც მითითებული იქნება კომპანიის მიერ ფაქტობრივი მისამართის გრაფაში (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით).“. 5. მე-6 მუხლის: ა) მე-2 − მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომპანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის სერტიფიკატის მოპოვების მიზნით, სააგენტოს წარუდგენს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრულ, სერტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ, აისახება სპეციალური ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში, მიღებული განაცხადის სახით. 3. სააგენტო, განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ახდენს წარდგენილი დოკუმენტების შემოწმებას და ადგენს მათ შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან. 4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განაცხადი არ შეესაბამება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო კომპანიას განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 5. წარდგენილი განაცხადის ამ წესის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით, შემდგომი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, სააგენტო დაუყოვნებლივ უგზავნის განაცხადს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შრომის ინსპექციის სამსახურს (შემდგომში – შრომის ინსპექცია).“; ბ) მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომპანიის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილია განაცხადი სერტიფიკატის მოპოვების თაობაზე და სააგენტოს მიერ ფორმალური შესაბამისობის დადგენისას გამოვლენილია ხარვეზი, რომელიც კომპანიის მიერ არ გამოსწორდება ამ წესით განსაზღვრულ ვადაში;“. 6. მე-7 − მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სერტიფიკატის გაცემის პროცედურები 1. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ სერტიფიცირებისათვის წარდგენილი განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს და შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ ამავე წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დაცვით შედგენილია სათანადო შესაბამისობის აქტი, სააგენტო განიხილავს განაცხადსა და შესაბამისობის აქტს და იღებს სერტიფიკატის მაძიებელი/მფლობელი საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით შემდგომ გადაწყვეტილებას: ა) სერტიფიკატის გაცემის შესახებ; ბ) სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; გ) სერტიფიკატის შეჩერების შესახებ; დ) სერტიფიკატის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ; ე) სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის შესახებ; ვ) სერტიფიკატის გაუქმების შესახებ; ზ) სერტიფიკატის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ; თ) სერტიფიკატის განაცხადის დახარვეზების შესახებ. 2. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა სერტიფიკატის განაცხადის დახარვეზების შესახებ გადაწყვეტილება, სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას განესაზღვრება არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადა სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააგენტო იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას. 3. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გაუქმდა გაცემული სერტიფიკატი, სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა, უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, ახალი განაცხადი გააკეთოს უარყოფითი დასკვნის მიღებიდან/სერტიფიკატის გაუქმებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ. 4. სერტიფიკატის გაცემა ხდება სააგენტოს მიერ, კომპანიის მიერ განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. მუხლი 8. საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის გაცემის წესი 1. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, სერტიფიკატის მაძიებელ კომპანიაზე სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. სერტიფიკატის მაძიებელ კომპანიაზე სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. 3. სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმით, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს დირექტორი. 4. სერტიფიკატის გაცემა ხდება სერტიფიკატის მაძიებელი კომპანიის მიერ სათანადო განაცხადის დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. 5. სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას სააგენტოს გადაწყვეტილება ეცნობება ელექტრონულად (სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით). მუხლი 9. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1. პირველ ეტაპზე სერტიფიკატი გაიცემა 1 წლის ვადით. 2. განმეორებითი სერტიფიცირების შემთხვევაში, სერტიფიკატი შეიძლება, გაიცეს კვლავ 1 წლის ვადით, ამ წესით განსაზღვრული პირველადი სერტიფიცირებისათვის განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე. 3. ორჯერ სერტიფიცირების შემდეგ, პირველადი სერტიფიცირებისათვის ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე, საშუამავლო კომპანიაზე სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის 3 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ წესით განსაზღვრული პირველადი სერტიფიცირებისათვის განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე, საშუამავლო კომპანიაზე ყოველი მომდევნო სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. მუხლი 10. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება და აღდგენა 1. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეიძლება, შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ საშუამავლო კომპანია დაჯარიმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში არ წარადგენს სააგენტოში შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ბ) თუ დადგინდა, რომ სააგენტოში ანგარიშგებისას წარდგენილი ინფორმაცია არაზუსტია და საშუამავლო კომპანია არ მოახდენს ამ ინფორმაციის კორექტირებას სააგენტოს მითითებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; გ) შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საშუამავლო კომპანია აღარ აკმაყოფილებს სერტიფიცირების სავალდებულო იმ კრიტერიუმებს, რომლებზე დაყრდნობითაც ამ საშუამავლო კომპანიაზე გაიცა სერტიფიკატი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლებისას, სააგენტო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. 3. სააგენტო უფლებამოსილია, საშუამავლო კომპანიას შეუჩეროს სერტიფიკატის მოქმედება დარღვევების გამოსწორებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა. 4. იმ შემთხვევაში, თუ საშუამავლო კომპანია აღმოფხვრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეჩერების საფუძველს და სააგენტოს წერილობით აცნობებს დარღვევების აღმოფხვრის შესახებ, სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის თაობაზე, სერტიფიკატის გაცემისას მითითებული მოქმედების ვადით. 5. თუ საშუამავლო კომპანიის მიერ არ იქნა დარღვევები აღმოფხვრილი სერტიფიკატის შეჩერებიდან 2 თვის ვადაში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე. 6. სააგენტო უზრუნველყოფს საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების ფაქტისა და შეჩერების/გაუქმების მიზეზის საჯაროობას. 7. სააგენტო ასევე უზრუნველყოფს საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას. მუხლი 11. სერტიფიკატის გაუქმება 1. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) საშუამავლო კომპანიის ლიკვიდაცია; ბ) საშუამავლო კომპანიის მიერ შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის გაუქმება (კოდი: 78.10.9); გ) საშუამავლო კომპანიის მიერ სააგენტოში ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით წარუდგენლობის გამო მესამედ დაჯარიმება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, სააგენტო შეისწავლის წარდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაუქმების ან გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო უარს იტყვის სერტიფიკატის გაუქმებაზე, მოქმედებს ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურები. 4. საშუამავლო კომპანიას, სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, უფლება აქვს, სერტიფიცირების პროცედურების გასავლელად ხელახლა მიმართოს სააგენტოს, სერტიფიკატის გაუქმებიდან არანაკლებ 1 თვის ვადის გასვლის შემდეგ. მუხლი 12. სერტიფიცირების პირობებთან ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის მონიტორინგი 1. საშუამავლო კომპანიების საქმიანობის სერტიფიცირების ამ წესით განსაზღვრულ პირობებთან ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობაზე მონიტორინგს ახორციელებს შრომის ინსპექცია. 2. ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, კომპანიის მონიტორინგის შემდეგ, შრომის ინსპექციის მიერ გაცემული შესაბამისობის აქტის საფუძველზე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას კომპანიისთვის სათანადო სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. 3. შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, ასევე განახორციელოს საშუამავლო კომპანიის მონიტორინგი სერტიფიკატის გაცემის შემდეგ, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან საშუამავლო კომპანიის საქმიანობის შეუსაბამობის თაობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგი ხორციელდება „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებით განსაზღვრული არაგეგმური შემოწმებისთვის გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი ავსებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მონიტორინგის კითხვარს და ადგენს ამავე წესის №2 დანართით განსაზღვრულ შემოწმების აქტს, რომელსაც ტვირთავს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. 6. შემოწმების აქტს ხელს აწერენ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი და საშუამავლო კომპანიის უფლებამოსილი პირი (ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, აქტზე კეთდება სათანადო ჩანაწერი). 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე, სააგენტო ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დაცვით მიიღებს გადაწყვეტილებას საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების ან შეჩერებაზე/ გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე. მუხლი 13. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა 1. სააგენტო უზრუნველყოფს სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და მონაცემების სისტემატურად განახლებას, მასში ცვლილებების საფუძველზე. 2. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების შესახებ სააგენტო უზრუნველყოფს შემდეგი მონაცემების საჯაროობას: ა) საშუამავლო კომპანიის დასახელება; ბ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები; გ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელფოსტა; ვებგვერდი ან სოციალური გვერდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)); დ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა (გაცემისა და დასრულების თარიღები); ე) ინფორმაცია სერტიფიკატის შეჩერების, გაუქმების, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის აღდგენის შესახებ. მუხლი 14. პერსონალური მონაცემების დაცვა სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შრომის ინსპექციისთვის გადაცემა, შრომის ინსპექციის მიერ მონაცემთა დამუშავება და საჯაროობა ხორციელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 7. მე-15 − მე-17 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები