გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016080
206
12/12/2025
ვებგვერდი, 17/12/2025
000000000.00.148.016080
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

 

გორის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №206

2025 წლის 12 დეკემბერი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ მურალოვას  ინიციატივა, რომლითაც ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში  არსებულ №2  ქუჩას, №2 ქუჩის I-II-III  შესახვევს და  I-II–III  ჩიხს ეწოდოს  2008 წლის აგვისტოს ომში  გმირულად დაღუპული  საზოგადო მოღვაწის  ივანე ელიკაშვილის სახელი, ხოლო  №8 ქუჩას გადაერქვას და ეწოდოს ივანე ელიკაშვილის მე-4 შესახვევი.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის  2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,  

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში მდებარე №2 ქუჩას, ასევე მასთან არსებულ შესახვევებსა და ჩიხებს გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს 2008 წლის აგვისტოს ომში  გმირულად დაღუპული  საზოგადო მოღვაწის  ივანე ელიკაშვილის სახელი, ხოლო №8 ქუჩას გადაერქვას და ეწოდოს ივანე ელიკაშვილის მე-4 შესახვევი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                          მარლენ ნადირაძე