„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 544
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.10.003.025438
544
16/12/2025
ვებგვერდი, 17/12/2025
000000000.10.003.025438
„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №544 

2025 წლის 16 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში (სსმ, №80, 06/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ საფასურებზე, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართ №3-ის 41-ე – 44-ე გრაფებით განსაზღვრული საფასურებისა, განმცხადებელ გამომგონებლებზე, დიზაინერებზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებზე გავრცელდეს 70%-იანი შეღავათი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე – 90%-იანი შეღავათი.“.

2. დანართ №3-ს („დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები“):

ა) 31-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 313 გრაფები:  

„311.

ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება ერთ დიზაინზე

200

312.

ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება თითოეულ დამატებით დიზაინზე

20

313.

წინასწარი ძიების ჩატარება ერთ დიზაინზე

50“;

ბ) მე-40 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე – 44-ე გრაფები:

ჰააგის შეთანხმების საფუძველზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებისათვის განსაზღვრული საფასურები

ქმედება

შვეიცარიული ფრანკი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

41.

საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გავრცელება ერთი დიზაინისათვის

90

42.

საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გავრცელება თითოეული დამატებითი დიზაინისათვის

50

43.

საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო 5 წლით, ერთი დიზაინისათვის

21

44.

საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება ყოველი მომდევნო 5 წლით, თითოეული დამატებითი დიზაინისათვის

1“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე