დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017630 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016533) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 33-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და12 პუნქტები: „11. დაწესებულებაში მიღებულ ამანათს ამოწმებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №11 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე. 12. ამანათის შემოწმებისას აკრძალული ან არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, იწარმოება ამანათის შემოწმების ოქმი (დანართი №12).“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს №11 განყოფილება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.“. 2. დებულებას დაემატოს თანდართული შინაარისის №12 დანართი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები