დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017637 |
|
„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 08/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017417) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;“. 2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;“. 3. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამანათში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, №1 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ დგება ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება როგორც №1 განყოფილების უფროსს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს უფროსს და ამავე მთავარი სამმართველოს უფროსს, ისე სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.“. 4. დებულების №14 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები