„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017419
132
18/12/2025
ვებგვერდი, 19/12/2025
120340000.22.026.017419
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №132

2025 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016500) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამსახურეზე, სამსახურებრივ მივლინებაში წარგზავნისას, ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (სამსახურებრივ მივლინებაში წარგზავნაზე უფლებამოსილი პირი) ბრძანებით, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაიცეს იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა. ამ შემთხვევაში მივლინების ბრძანებაში მიეთითება იარაღისა და აღჭურვილობის სახეობა, საქარხნო ნომერი, საბრძოლო მასალების სახეობა და რაოდენობა. სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებში მივლინების შემთხვევაში იარაღი, საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დროებით შენახვაზე ჩაჰბარდეს ქვედანაყოფის საიარაღო ოთახში. სხვა ქვედანაყოფიდან მოვლენილი მოსამსახურეების იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დროებითი შენახვისათვის, ქვედანაყოფში გათვალისწინებული უნდა იყოს ცალკე პირამიდა ან პირამიდაში ცალკე ადგილი. იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა დროებით შენახვაზე მიიღება დროებით სარგებლობაში გაცემული და მიღებული მატერიალური საშუალებების აღრიცხვის წიგნით.“.

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იარაღის გაცემისა და დაბრუნების კონტროლს ქვედანაყოფში და მის სტრუქტურულ ერთეულებში ახორციელებენ ქვედანაყოფების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.“.

3. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სიგნალიზაციის სისტემის გამართულ მუშაობაზე უშუალოდ პასუხისმგებელია დასაცავ ობიექტზე პასუხისმგებელი პირი და ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 13 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი