დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 19/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.57.069.016219 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება: ა) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით – საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში; ბ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-ის ჩათვლით – თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – თუ, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარზე; გ) ხელშეკრულების ღირებულების 5%-დან 10%-ის ჩათვლით – თუ სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარზე და, ამასთან, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე; დ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 20%-ის ჩათვლით – თუ სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარს; ე) ხელშეკრულების ღირებულების 5%-დან 20%-ის ჩათვლით – თუ სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარს და, ამასთან, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები