„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017651
122
22/12/2025
ვებგვერდი, 23/12/2025
140130000.22.034.017651
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №122

2025 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის №36 ბრძანებას (www.matsne.gov.ge, 30/04/2025, 140130000.22.034.017565) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21

1. პირი, რომელმაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით ან/და 123-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ასახვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (publicdecisions.police.ge) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს 2026 წლის 1 თებერვლამდე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (publicdecisions.police.ge) გადაამოწმოს მართვის უფლების აღდგენის თაობაზე ინფორმაცია ორი ალტერნატიული მეთოდით:

ა) პირადი ნომრის და პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომრის მითითებით;

ბ) პირადი ნომრის და საჯარიმო ქვითრის/ოქმის/დადგენილების ნომრის მითითებით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია მხოლოდ მას შემდეგ მართოს სატრანსპორტო საშუალება, როდესაც დარწმუნდება, რომ საქართველოს შინაგან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (publicdecisions.police.ge) აისახა ინფორმაცია მისი მართვის უფლების აღდგენის თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე