დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.57.069.016220 |
|
„სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.11.2025, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.102853) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.12.2015, 040170050.57.069.016081) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის“:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად აგრეთვე არ განიხილება ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი დაფინანსების წყაროდან ცალ-ცალკე შესყიდვა, თუ შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ელექტრონული ტენდერის პრეისკურანტის საფუძველზე ჩატარებისას, ხელოვნურად დაყოფის მიზნებისთვის, გაითვალისწინება შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. რისკის მქონე შესყიდვები ხელოვნურად დაყოფა შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება გამარტივებული შესყიდვა მონეტარული ზღვრის დაცვით.“. 3. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შესყიდვის საფუძველი;“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მეთოდოლოგიის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების გამოყენებით, ხელოვნური დაყოფის გამოსავლენად, გამარტივებული შესყიდვის მონეტარული ზღვრის დაცვით დადებული ხელშეკრულება უნდა დაჯამდეს მის წინმსწრებ, იმავე დანაყოფის კოდზე გაფორმებული შემდეგი ხელშეკრულებების ჯამურ ღირებულებასთან: ა) მონეტარული ზღვრის დაცვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; ბ) ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; გ) კონკურსის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; დ) გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; ე) გეოგრაფიული ფაქტორით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; ვ) რაციონალური ხარჯვის პრინციპით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; ზ) წინასწარ უცნობი, ობიექტური პირობებით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ხელოვნურ დაყოფად აგრეთვე ითვლება შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ არის ცნობილი იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთსა და იმავე დანაყოფის კოდზე შესყიდვის აუცილებლობა, თუმცა, მიუხედავად ამისა იგი, პირველ ეტაპზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს დებს მონეტარული ზღვრის დაცვით, ხოლო მონეტარული ზღვრის ამოწურვის შემდეგ იწყებს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის კორექტირებასა და ელექტრონული ტენდერ(ებ)ის/კონკურს(ებ)ის ჩატარებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები