„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 ივლისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016579
25
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
010250050.35.112.016579
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 ივლისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 ივლისის №20 დადგენილებაში (ვებგვერდი, 30/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.112.016574)   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.  დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.

2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დამტკიცდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ დებულება დანართ №1-ის  შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე