დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.141.016475 |
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №12 დადგენილებში (www.matsne.gov.ge, 29.01.2018 წ, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.141.016238) შეტანილი შემდეგი ცვლილებები:
1.დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდობისა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;“. 2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდობის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება.“. 3. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და მათი უფლებების და ინტერესების დაცვა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის გატარების მიზნით.“. 4. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საერთაშორისო ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის მიღწევების გათვალისწინებით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები