,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 061
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 25/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016189
061
25/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
110060000.70.082.016189
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №061

2025 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016062) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;“;

ბ) მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე