„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300350000.16.009.016787
52
26/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
300350000.16.009.016787
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №52

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-20 მუხლის:

ბ.ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასურს გამოკლებული ახალი ობიექტის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასური არ აღემატება არსებული სიმძლავრის საფასურს, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს №4 დანართით დამტკიცებული მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მის მიერ მოთხოვნილ ძაბვის საფეხურსა და მისაერთებელ სიმძლავრეს;“;

ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-18 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს წესების დანართი №4-ით განსაზღვრული მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის საფასური შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.“;

გ) 24-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისას, დროებითი მიერთების მოთხოვნილი ვადა თუ აღემატება 3 კალენდარულ თვეს, დროებითი მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ან მოითხოვოს სისტემის ოპერატორის მიერ აღრიცხვის კვანძის მოწყობის მომსახურება. ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგების დაწყების მოთხოვნით განცხადებით  მიმართავს სისტემის ოპერატორს და აღრიცხვის კვანძის სისტემის ოპერატორის მიერ მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე გადაიხდის წესების  №4 დანართით მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის შესაბამისი პაკეტისათვის განსაზღვრულ საფასურს, ხოლო 0,4 კვ ძაბვის საფეხურზე არაუმეტეს 10 კვტ. სიმძლავრით მიერთების შემთხვევაში, ამავე დანართის შესაბამისი პაკეტისათვის განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურს.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, სისტემის ოპერატორი აღრიცხვის კვანძს მოაწყობს და მომარაგებას დაიწყებს წესების №4 დანართით  განსაზღვრულ ვადაში.“;

დ) 31-ე მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე)  „0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის  გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური“ (დანართი 2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი 2

 

0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის  გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური

 0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის შემთხვევაში:

 

ძაბვის 
საფეხური, კვ

სიმძლავრე, კვტ

ახალი ობიექტის გამანაწილებელ
ქსელთან მიერთების ვადა
(სამუშაო დღე)

ახალი ობიექტის მიერთების საფასური (დღგ-ის ჩათვლით)
ლარი

თვითმმართველ ქალაქში

სხვა

მუნიციპალიტეტებში

0.4

10 (1-10 კვტ 220 ვ.)

40

60

1600

10 (1-10 კვტ 380 ვ)

40

60

2500

10-დან -30

40

60

8800

30-დან-50

40

60

17500

50-დან -80

40

60

28000

80-დან – 100

40

60

35000

100-დან-120

40

60

45000

120-დან -150

40

60

56000

150-დან -200

45

60

100000

200-დან -320

60

90

138000

320-დან -500

60

90

210000

500-დან -800

90

110

270000

800-დან -1000

90

110

337000

1000-დან -1300

90

110

360000

1300-დან -1600

90

110

400000

1600-დან -2000

90

110

500000

2000-დან -2600

90

110

650000

2600-დან -3200

90

110

800000

6-10 კვ

1-500

60

90

163000

500-დან -1000

90

110

250000

1000-დან -1500

90

110

358000

1500-დან -2000

90

110

438000

2000-დან -3000

90

120

580000

3000-დან -5000

90

120

936000

 

ბ)  ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი ობიექტისთვის დანართი 4-ით განსაზღვრული მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის  მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის  საფასურის დამატებით.“;

ვ) „აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური“ (დანართი 3) ამოღებულ იქნეს;

ზ) „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური“ (დანართი 4) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი 4

აღრიცხვის კვანძის (ჭკვიანი მრიცხველის) მოწყობის ვადები და საფასური

ძაბვის

 საფეხური, კვ

სიმძლავრე,

 კვტ

აღრიცხვის

სისტემის

მოწყობის ვადა
 (სამუშაო დღე)

მრავალფუნქციური 

ელექტრონული

აღრიცხვის სისტემის

 მოწყობის საფასური

 დღგ-ის ჩათვლით,
ლარი

ჭკვიანი მრიცხველის

 მოწყობის

ღირებულება

დღგ-ის ჩათვლით,

 ლარი

0.4

1-10 (220 ვ)

15

600

450

1-დან -10

15

1200

1000

10-დან -30

15

1200

1000

30-დან-50

15

1200

1000

50-დან -80

15

1500

1200

80-დან – 100

20

1500

1200

100-დან-120

20

1800

1200

120-დან -150

20

1800

1200

150-დან -200

20

2000

1200

200-დან -320

20

2500

1200

320-დან -500

20

3000

1200

500-დან -800

25

3500

1200

800-დან -1000

25

3800

1200

1000-დან და მეტი კვტ

25

4000

1200

6/10

1-500

25

13000

2200

500-დან -1000

25

14000

2200

1000-დან და მეტი კვტ

25

15000

2200

 

თ) „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის საფასური, სისტემის ოპერატორის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის შემთხვევაში“ (დანართი 6) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №6

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის საფასური სისტემის ოპერატორის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის  შემთხვევაში

ძაბვის  საფეხური, კვ

მიერთების

უზრუნველყოფის

მეორე ეტაპის პერიოდი

 - ვადა

მიერთების

 მეორე ეტაპის საფასური, ლარი დღგ-ის

ჩათვლით

10 დახურულ გამანაწილებელ

მოწყობილობაზე მიერთებისას

მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში

60000

35 ღია გამანაწილებელზე მიერთებისას

218000

35 დახურულ გამანაწილებელზე მიერთებისას

300000

110 ღია გამანაწილებელზე მიერთებისას

820000

“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგივი სანიკიძე