დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №309 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 617 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.10.003.025511 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №309 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/06/2022, 140070000.10.003.023517) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სტაციონარული დაწესებულებების/სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარების მიერ უზრუნველყოფილ იქნეს მათ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა 2026 წლის 1 სექტემბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ამ დადგენილებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, ჩაატაროს ამავე წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საკონტროლო შემოწმება და გაატაროს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები, მათ შორის, დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მიუხედავად იმისა, ობიექტზე ჩატარებულია თუ არა დეტალური ან/და მიზნობრივი შემოწმება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები