დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360010010.22.033.017975 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 360010010.22.033.017435) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები გამოიყენება როგორც ინდივიდუალური, ასევე კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დანართი №1-ის შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საანგარიშგებო 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, 2026 წლის 1 აპრილამდე დასაშვებია ფინანსური ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების ფორმების გამოყენება დანართი №2-ის შესაბამისად, იმ პირობით, რომ 2026 წლის 1 ივლისამდე დანართი №1-ის მიხედვით მოხდება 2025 წლის როგორც ინდივიდუალური, ასევე კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების (შენიშვნა 1-30) დაზუსტება და წარდგენა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები