დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 633 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.025524 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ.ნ) სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შინაგანაწესს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელ დამატებით ღონისძიებებს;“. 2. მე-6 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო.“. 3. მე-7 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურთან შეთანხმებით, სხვა სახელმწიფო ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ცალკეულ შემთხვევებში, სამსახურის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფების უფლებამოსილ მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის მიღება, მათ მიერ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების აუცილებლობის თაობაზე, ტერიტორიული თუ სხვა ნიშნის მიხედვით. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე ან/და სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოწესრიგებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საქმიანობა რეგულირდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული შესაბამისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები