დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.025550 |
|
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2015, 430210000.10.003.018862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება: ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით: ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.52-ით; ა.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.42-ით; ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.42-ით; ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.25-ით; ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.1-ით; ა.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.65-ით; ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 0.95-ით; ა.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.5-ით; ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.85-ით; ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.27-ით; ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.77-ით; ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.1-ით; ბ) საჯარო სკოლის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით: ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.62-ით; ბ.ა 1 ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.62-ით; ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.47-ით; ბ.ბ 1 ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.4-ით; ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.2-ით; ბ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.85-ით; ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.05-ით; ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.7-ით; ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.95-ით; ბ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.47-ით; ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.87-ით; ბ.ვ 1 ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.3-ით. 4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით: ა) საჯარო სკოლებისათვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით: ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 456 ლარით; ა.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 726 ლარით; ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 426 ლარით; ა.ბ 1 ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 675 ლარით; ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 330 ლარით; ა.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 495 ლარით; ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარით; ა.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 450 ლარით; ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 255 ლარით; ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 381 ლარით; ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 231 ლარით; ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 330 ლარით; ბ) საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით: ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 486 ლარით; ბ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 786 ლარით; ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 441 ლარით; ბ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 720 ლარით; ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 360 ლარით; ბ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 555 ლარით; ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 315 ლარით; ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარით; ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარით; ბ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 441 ლარით; ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 261 ლარით; ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 390 ლარით.“. 2. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის, სკოლის ექიმის შემთხვევაში − 960 ლარის, ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისათვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“. 3. მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ არის წარმოდგენილი სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის − 150 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“. 4. 181 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „181. არაქართულენოვან საჯარო სკოლებში/სექტორებზე ბილინგვური განათლების მიდგომის გამოყენებით სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის მიზნით, სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების სპეციალისტის შრომის ანაზღაურებისათვის − 1130 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები