„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.034.017659
1
13/01/2026
ვებგვერდი, 13/01/2026
020080160.22.034.017659
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1

2026 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.“.

2. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ოქმების საჭირო რაოდენობით დაბეჭდვისა და სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილ მოსამსახურეებზე განაწილების პროცესს საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ოქმების დაბეჭდვისათვის უფლებამოსილება გააჩნია როგორც სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ასევე ტერიტორიულ ორგანოს. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო უშუალოდ მის მიერ ოქმების დაბეჭდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ოქმების დუბლირებული ნუმერაციით დაბეჭდვის გამორიცხვის მიზნით, წერილობითი თანხმობის მისაღებად მიმართავს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია, აღნიშნული თანხმობა გასცეს ასეთი მიმართვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ოქმების დაბეჭდვისა და მიღების შემდეგ სამინისტროს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წერილობით ინფორმირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისაგან ოქმების გამოთხოვის შემთხვევაში, მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი უნდა გაიცეს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიმართვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ოქმებით მომარაგებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 8 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიროლანდ მესხი