„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.164.016559
1
13/01/2026
ვებგვერდი, 14/01/2026
270070000.35.164.016559
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2026 წლის 13 იანვარი

ქ. ყვარელი

„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად, ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 იანვრის №2 დადგენილებაში „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“  (www.matsne.gov.ge, 21.01.2022 წ., 270070000.35.164.016429) და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ყოველთვიური ხარჯის ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობა 970  ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ ჩხეიძე