დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016474 |
|
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016269) შევიდეს ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორცილედება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.“; ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორცილდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით.“; გ) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის“ მე-5 მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები; დ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 მუხლი: „მუხლი 22. შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპის (ინსულინდამოკიდებული) ბავშვთა/მოზარდთა დახმარება 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპის (ინსულინდამოკიდებული) მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს/მოზარდებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მიეცემათ სოციალური დახმარება 200 ლარის ოდენობით. 2. დახმარებით მოსარგებლის (ბენეფიციარი) მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დახმარების მისაღებად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი, იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი კანონიერი წარმომადგენელია, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში; ვ) ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად).“; ე) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის“ მე-3 თავი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები