დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/2026 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016831 |
|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.”; ბ) 202 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „202. განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 93-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს;“; გ) 31-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) 351 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „351. უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების, მედიის წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების, პარტიების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე სხვა საარჩევნო პროცედურებთან (გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა) დაკავშირებული საკითხები;”. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სათანადო მოწმობებს აძლევს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს;”; ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის თანამშრომლებს (მოსამსახურეებს);”; გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;”; დ) 191 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „191. ბრძანებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერის/საკრებულოს რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისას თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობის მიმღებ პირთა შემადგენლობას.”. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;”. 4. მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.”. 5. 181 მუხლის: ა) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. უზრუნველყოფს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 34-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებასა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანას;”; დ) 44-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „44. ამოწმებს პარტიულ სიებსა და კანდიდატთა განაცხადებს;”. 6. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ცესკოს სხდომას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა ესწრებიან აპარატის სტრუქტურული ერთეულების/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელები, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი და პრესსპიკერი, ცესკოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი (მანდატური), რომელიც უზრუნველყოფს სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას, აგრეთვე საჭიროებისამებრ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, შესაბამისი განყოფილებების უფროსები და სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სხვა თანამშრომლები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განსახილველად, სხდომაზე საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.”. 7. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, ცესკოს მდივნის აპარატში რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას ამზადებს შესაბამისი დეპარტამენტი და გასცემს მისი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 92-ე მუხლით). დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები