საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 მარტის №15/2018 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 15/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016843
15/2026
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
010240060.15.008.016843
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 მარტის №15/2018 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 მარტის №15/2018 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №15/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 მარტის №15/2018 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 მარტის №15/2018 დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქციის (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 14/03/2018, 010240060.15.008.016390):

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 161-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მაჟორიტარი კანდიდატი. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად კი, ამავე პუნქტის თანახმად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ამავე პუნქტის თანახმად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია ხორციელდება საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, 92-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 151-ე მუხლისა და 161-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:“.

2. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სქესი;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);“;

ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის ნომერი, სადაც იგი მაჟორიტარ კანდიდატად არის წარდგენილი;“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და მის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი. განაცხადში მითითებული უნდა იყოს:

ა) კანდიდატის თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით საკრებულოს წევრად კენჭისყრაზე;

ბ) რომ კანდიდატი უპარტიოა;

გ) კანდიდატის მიერ კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში ნებისმიერი პარტიის დატოვების შემთხვევაში − შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება;

დ) კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი.

5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მე-3 დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის  რეგისტრაციაში გასატარებლად.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს, თუ:

ა) არასრულია ან არასწორია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ დადგენილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიის წევრია;

გ) საკრებულოს წევრობის კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

დ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის წერილობითი თანხმობა იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე/საკრებულოს წევრობის, მერობის კანდიდატად წარდგენაზე;

ე) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში  დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა აღმოჩნდა;

ვ) არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები;

ზ) დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა;

თ) კანდიდატმა არ წარმოადგინა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

ი) საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი