„საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №41/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №41/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016854
26/2026
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
010240020.15.008.016854
„საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №41/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №26/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №41/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №41/2012 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 22/09/2012, 010240020.15.008.016059) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ:

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ვერსიაში, საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად სრულად ემთხვევა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემთაგან 3 მაინც:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით).“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი