„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016785
1
16/01/2026
ვებგვერდი, 22/01/2026
010250050.35.105.016785
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2026 წლის 16 იანვარი

ქ.ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 მაისის №14 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 18/05/2021 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016597) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72  პუნქტები:

„71. აუდიტის ობიექტების ვალდებულებას წარმოადგენს როგორც ზოგადად მმართველობითი პროცესების განხორციელება, შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა და რისკების მართვა, ისე შეთანხმებული აუდიტორული რეკომენდაციების შესასრულებლად ადეკვატური და საკმარისი ღონისძიებების გატარება.

72. შეთახმებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის შედეგად  ვადაგადაცილების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური შესაბამისი რეაგირების მიზნით, ინფორმაციას წარუდგენს მერს. მერი უზრუნველყოფს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას“.

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ს1   ქვეპუნქტი:

„ს1) საჭიროებისამებრ დაესწროს მერის, მერის მოადგილეების შეხვედრებს  ინფორმირებულობის ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითაზო ფაცაცია