დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017987 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით (სსმ III, №145, 25.11.09, მუხლი 1695) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურში სამსახურს გადის: ა) სამსახურის თანამშრომელი; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. სამსახურის თანამშრომლის და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, ამ წესისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი მომზადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შერჩეული კანდიდატის მიერ სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში წარდგენილი იქნება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო დოკუმენტი.“. 3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი – თანამშრომლის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების ვადით; გ) დროებით მოვალეობის შემსრულებლად – კონკურსის ჩატარებამდე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ატესტაციის ჩატარებამდე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) სტაჟიორის თანამდებობაზე დანიშნული პირი, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი ვადით.“. 4. მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კანდიდატი ვალდებულია რეგისტრაციაში გავლისათვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წარუდგინოს: ა) წერილობითი განცხადება სამსახურის უფროსის სახელზე; ბ) ავტობიოგრაფია დანართი №1-ის შესაბამისად; გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი; დ) პირადობის მოწმობის ასლი; ე) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) ოთხი ფერადი ფოტოსურათი – ზომით 3/4. 5. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომელთა ასლების ნამდვილობის შემოწმების შემდეგ ისინი დაუბრუნდება კანდიდატს.“. 5. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისია იმ კანდიდატთა სიას, რომლებმაც გამოცდების ორივე ეტაპზე მიიღეს დადებითი შეფასება, გამოცდების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში წარუდგენს სამსახურის უფროსს, ხოლო სამსახურის უფროსი სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მეშვეობით კანდიდატს გადასცემს მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ მოწმობას.“. 6. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. სამსახურის თანამშრომლის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურება 1. სამსახურის თანამშრომელი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იღებს შრომის ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. შრომის ანაზღაურების გაცემის ადგილს და წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. 3. სამსახურის თანამშრომელს/შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან სამსახურის უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სამსახურის მოსამსახურე მიავლინოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში სამსახურის თანამშრომელს/შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობა და შრომის ანაზღაურება.“. 7. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის თანაშრომელს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა სამსახურის გავლის თერთმეტი თვის შემდეგ. სამსახურის თანაშრომელს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ხელმძღვანელის თანხმობით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.“. 8. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიერ აკრძალულია განკარგულების (დავალების) გაცემა, თუ იგი: ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას; ბ) სცილდება განკარგულების (დავალების) გამცემის უფლებამოსილებას; გ) ითვალისწინებს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების (დავალების) გამცემს არ გააჩნია.“. 9. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ან სტაჟიორის თანამდებობაზე დანიშნული პირის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია კანონმდებლობით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.“. 10. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება აქვთ სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოითხოვონ მათი წერილობითი განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა, რის შედეგადაც სამსახური ვალდებულია სამი დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ხოლო სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება აქვთ შეწყვიტონ მუშაობა და შრომითი ურთიერთობა ძალადაკარგულად ჩათვალოს სამი დღის გასვლის შემდეგ, თავის მხრივ სამსახური ვალდებულია მოახდინოს სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან საბოლოო ანგარიშსწორება და დაუბრუნოს მათ შრომის წიგნაკი, აგრეთვე სხვა საბუთები.“. 11. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის თანამშრომლის შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებისას მისი თანხმობის შემთხვევაში (უარის შემთხვევაში ის დათხოვნილი იქნება სამსახურიდან) იგი აიყვანება სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს განკარგულებაში (არაუმეტეს ოთხი თვისა), თუ ამ ხნის განმავლობაში არ გადაწყდება მისი სამსახურში მოწყობის საკითხი, სამსახურის თანამშრომელი დათხოვნილ იქნება სამსახურიდან. სამსახური ვალდებულია მოახდინოს სამსახურის თანამშრომელთან საბოლოო ანგარიშსწორება და დაუბრუნოს მას შრომის წიგნაკი, აგრეთვე სხვა საბუთები.“. 12. მე-40 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 40. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს განკარგულებაში აყვანა“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურში (მის სტრუქტურულ ერთეულში) ორგანიზაციულ-საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტით სამსახურის თანამშრომლები აიყვანება სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს განკარგულებაში არაუმეტეს ორი თვისა და ეძლევა შრომის ანაზღაურება. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ორი თვე, მაგრამ ხელფასის გაცემის გარეშე. ამ ხნის განმავლობაში უნდა გადაწყდეს სამსახურის თანამშრომელთა შრომითი მოწყობის საკითხი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, თუ არ გადაწყდა თანამშრომელთა შრომითი მოწყობის საკითხი, ისინი გათავისუფლდებიან სამსახურიდან. 3. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს განკარგულებაში ყოფნის დროში არ შედის ავადმყოფობის, კუთვნილი ან დამატებით შვებულებაში ყოფნის დრო.“. 13. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რეზერვში მყოფი პირის აღრიცხვას აწარმოებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, სადაც ინახება რეზერვში ჩარიცხულ პირთა სია.“. 14. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო სამსახურის დანაყოფის ხელმძღვანელ პირს წარუდგენს რეზერვში მყოფთა სიას (შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად). შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი განიხილავს წარმოდგენილ კანდიდატებს და ღებულობს (ან არ ღებულობს) გადაწყვეტილებას რეზერვში ჩარიცხული პირის (მისი განცხადების საფუძველზე) თანამდებობაზე დასანიშნად სამსახურის უფროსის სახელზე წარდგინების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები